კომპანია
კომპანია "ალკოჰოლური სასმელების ქარხანა" (ABF) აწარმოებს საკონიაკე სპირტსა და კონიაკს. ათ წელიწადზე მეტია ჩვენი პროდუცია წარმოდგენილია უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ბალტიისპირეთის, იტალიის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრებზე.
კომპანია დაარსდა თელავის მახლობლად მევენახეობის ერთ-ერთ ცენტრ - ნაფარეულში მდებარე ქარხნის ბაზაზე. წარმოების ზრდასა და საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით თბილისის უშუალო სიახლოვეს აშენდა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხანა.
დღეს ჩვენ ვუზრუნველყოფთ წარმოების სრულ ციკლს ყურძნის ჩაბარებიდან დაწყებული, ღვინომასალის გამოხდით, საკონიაკე სპირტის დაძველებით, სპირტების კუპაჟირებით, კონიაკის წარმოებითა და ბოთლში ჩამოსხმით დასრულებული.
წარმოება
2008 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ ქარხანას თბილისისა და კახეთის დამაკავშირებელ ავტო-მაგისტრალზე.
რამოდენიმე ჰექტარის კეთილმოწყობილ ფართობზე განლაგებულია ღვინომასალების მიმღები, სახდელი და საბრენდე სპირტის საძველე საამქროები, საკუპაჟე რეზერვუარები და წყლის დასამუშავებელი კვანძი, სამაცივრე და ჩამომსხმელი საამქროები. საწარმოს ასევე გააჩნია საკუთარი სარკინიგზო ჩიხი და დაცლა-დატვირთვის ავტომატიზირებული სისტემა.
- სპირტის სახდელი საამქრო ჯამური სიმძლავრით - 150 ტონა საბრენდე სპირტი თვეში.
- 500 000 დეკალიტრის საერთო მოცულობის მუხის კასრები და ემალირებული ცისტერნები მათში მოთავსებული ფრანგული მუხის ტკეჩით ან მუხის ჩიფსით.
- უახლესი ტექნიკით არჭურვილი საკუთარი წყლის დამარბილებელი კვანძი.
- იტალიური წარმოების ჩამომსხმელი ხაზი 3 000 ბოთლის ჩამოსხმის წარმადობით
- სამაცივრე დანადგარი ჩამოსხმის წინა დამუშავებისთვის და ფილტრაცია თანამედროვე ტექნოლოგიით
- საკუთარი სარკინიგზო ჩიხი და უშუალო გასასვლელი ავტო-მაგისტრალზე.
საკონიაკე სპირტი
კონიაკის წარმოების ისტორია საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და საუკუნის ბოლოსათვისაც უკვე მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე ჯილდოებით აღინიშნება.
ჩვენს საწარმოში წლიდან წლამდე მიმდინარებს საკონიაკე სპირტის მარაგების შევსება და მუხის მასალაზე, მუხისავე განახლებად კასრებსა და რეზერვუარებში დაძველება. კომპანიას გააჩნია 3 და 5-წლიანი დაძველების სპირტების მნიშვნელოვანი მარაგი და ცალკე აღსანიშნავი, 8-12 წლის დაძველების სპირტები.
სასურველი გემოსა და არომატის შესარჩევად ჩვენ გთავაზობთ როგორც პროდუქციის ფართო სპეტრის დეგუსტაციის შესაძლებლობას, ასევე, სურვილისამებრ, ახალი კუპაჟების დამზადებას.